Category Archives: მუზეუმები და გალერეები

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მუზეუმები და გალერეები, რა ვნახოთ მარტვილში

ქალაქ მარტვილის ცენტრში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მისი დამფუძნებლის გივი ელიავას სახელს ატარებს. მუზეუმი დაარსდა 1957 წელს. აქ წარმოდგენილია ადრე ქვის ხანისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკური კოლექციები, მემორიალური ნივთები, სკულპტურული ნამუშევრები. მუზეუმში ინახება ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოებიც , როგორიცაა ლადო გუდიაშვილის ,,სამაია’’, ელენე ახვლედიანის ,,ჩემი სოფელი’’. მუზეუმში ინახება ეთნოგრაფიული ნივთებიც, აქვე მუზეუმის ეზოში მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ. ყოველივე ეს მნახველს ნათელ წარმოდგენას უქმნის მეგრელთა ტრადიციული ყოფა-ცხოვრების შესახებ. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთიც. მუზეუმი

Read More