Category Archives: რა ვნახოთ მარტვილში

მარტვილის მონასტერი

/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში

მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში წამებულთა (მარტვილთა) სახელზე აგებული იქნა ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. მე-10 საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო. გვიანდელ შუა საუკუნეებში ეკლესია გახდა ღვთისმშობლის სახელობის. რაც შეეხება სახელს, მარტვილი შერჩა დასახლებულ ადგილს. გეგმით ეს ტაძარი ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, თუმცა აფსიდების სიღრმე, სათავსების ზომა, ფასადთა რელიეფი და სხვა ბევრი რამ განსხვავებულია. მარტვილის სამონასტრო კომპლექსში შედის ჩიქვანების სახელობის ეკლესია, რომელიც X საუკუნით თარიღდება. ექვთმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ ამ სილამაზის სანახავად ღირდა მარტვილში გამგზავრება. მონასტრის ანსამბლის კიდევ ერთი ერთეულია სვეტი. სვეტის ზედა ნაწილში,

Read More

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სოფელ სალხინოში

/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში

XII საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე სამეგრელოს დადიანების გვარის წარმომადგენლები მართავდნენ. დადიანებს არაერთი რეზიდენცია და სასახლე ჰქონდათ აშენებული სამეგრელოს ტერიტორიაზე. მარტვილში, სოფელ სალხინოში, მდინარე წაჩხურას ნაპირას, მდებარეობს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. სასახლის აგება ლევან V დადიანმა დაიწყო, საბოლოო სახე კი მან სალომე დადიანის დროს მიიღო. სალომე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის ასული იყო და სალხინოს საზაფხულო რეზიდენცია მემკვიდრეობით ერგო. სასახლეს თურქები და ბერძნები აშენებდნენ. სასახლის ეზოში მდებარეობს 1782 წელს აშენებული სამნავიანი ეკლესი, აქვეა მარანიც, სადაც იწურება ოჯალეშის ღვინო. მევენახეობის აღორძინება სალხინოში სალომე

Read More

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს. ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, განსაკუთრებით, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები

Read More

ციხე-სიმაგრე აბედათი

/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში ბჟერის მთაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ სამი ფენისაგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ციხე-სიმაგრე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს, საიდანაც მთელი აბაშის ხეობა იშლება. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ციხე-სიმაგრე ისტორიული ონოგურიუსია. ვინაიდან ბჟერის მთის ადრინდელი სახელწოდება არის უნაგირა. ონოგურიუსი იყო ისტორიული ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში. ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი ციხე-გოჯის (ნოქალაქევი) მახლობლად. მისი ზუსტი მდებარეობა დღემდე დაუდგენელია. 554 წელს ონოგურისთან გაიმართა ბრძოლა ირანისა და ბიზანტიის ლაშქარს შორის.  ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური პერიოდის (ძვ.წ III-I სს-ის) კერამიკული მასალა, დასავლეთ

Read More

ნოღას ციხე

/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში

მარტვილში, სოფელ ნოღაში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. გადმოცემით უწინ ციხე ჯაიანების საკუთრება ყოფილა და დღესაც ,,ჯაიანის ჯიხას’’ ეძახიან. მოგვიანებით, სავარაუდოდ XVIII საუკუნის I ნახევრიდან, ციხეს დადიანები დაჰპატრონებიან.  ნოღას ციხე 4 კოშკისაგან შედგება. პირველი კოშკი იცავდა ციხის შემოსასვლელ კარს, მეორე კოშკი სამხრეთის მხარეზეა, იგი ოთხკუთხედი ფორმისაა, კედლებს დატანებული აქვს სათოფურები. მესამე კოშკი აღმოსავლეთის მხარეზეა, იგი მრგვალი ფორმისაა და სამსართულიანია. მეოთხე კოშკი ჩრდილოეთის მხარეზეა, იგი მრგვალია და ოთხსართულიანია, ამ კოშკი ამწყვდევდნენ ტუსაღებს. ნოღას ციხე ისტორიული სადადიანოს ცენტრში მდებარეობს, მარტვილიდან დაშორებულია 28 კმ-ით.

ებრაელთა სინაგოგა და სასაფლაო სოფელ ბანძაში 

/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში

ებრაელთა სინაგოგა და სასაფლაო სოფელ ბანძაში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ებრაულმა მოსახლეობამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი დასავლეთ საქართველოში. სამეგრელოში ისინი დასახლდნენ ფოთში, სენაკში და მოგვიანებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში. ბანძაში დასახლებული ებრაელები ძირითადად აღებ-მიცემობას მისდევდნენ. მათ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გავრცელებული გვარები იყო : აჯიაშვილი, ხუხაშვილი, შამელაშვილი, მეგრელიშვილი. 1913 წელს ბანძაში აშენდა სინაგოგა, რომელიც სოფელში დღემდე დგას, იგი რესტავრირებულია. სოფელში შემორჩენილია ებრაელთა სასაფლაოც, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა უვლის. სოფელში დღეს ებრაელები აღარ ცხოვრობენ, მათ სოფლის დატოვება გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს და ისრაელს მიაშურეს. სოფლიდან წასულ ებრაელთა შთამომავლები დღემდე სტუმრობენ თავიანთ

Read More

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მუზეუმები და გალერეები, რა ვნახოთ მარტვილში

ქალაქ მარტვილის ცენტრში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მისი დამფუძნებლის გივი ელიავას სახელს ატარებს. მუზეუმი დაარსდა 1957 წელს. აქ წარმოდგენილია ადრე ქვის ხანისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკური კოლექციები, მემორიალური ნივთები, სკულპტურული ნამუშევრები. მუზეუმში ინახება ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოებიც , როგორიცაა ლადო გუდიაშვილის ,,სამაია’’, ელენე ახვლედიანის ,,ჩემი სოფელი’’. მუზეუმში ინახება ეთნოგრაფიული ნივთებიც, აქვე მუზეუმის ეზოში მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ. ყოველივე ეს მნახველს ნათელ წარმოდგენას უქმნის მეგრელთა ტრადიციული ყოფა-ცხოვრების შესახებ. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთიც. მუზეუმი

Read More