Category Archives: ისტორიული ძეგლები

რუხის ციხე

/ აღმოაჩინე სამეგრელო, ისტორიული ძეგლები

რუხის ციხე სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ააგო სოფელ რუხის ტბაზე 1647 წელს. ეს იყო სამეგრელოში მნიშვნელოვანი ნაგებობა. მას ხელსაყრელი ადგილ-მდებარეობა ჰქონდა. ციხე ციტადელისა და ქვედა ეზოსგან შედგება. ეზოს ორივე ბოლოში ჰქონდა კოშკები და გარს ერტყა 10-12 მ. სიმაღლის გალავანი. სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში აღმართული კოშკები იყო საარტილერიო დანადგარები. ოსმალთა შემოსევების დროს ციხე თავშესაფარსაც წარმოადგენდა. აქ ოსმალთა გარნიზონიც იდგა. ციხე ოსმალთაგან 1770 წ. გაათავისუფლეს. შემდგომ პერიოდში რუხის ციხემ თანდათან დაკარგა ადრინდელი სახე.

ნოქალაქევი

/ აღმოაჩინე სამეგრელო, ისტორიული ძეგლები

ნოქალაქევი სამეგრელოს ყველაზე დიდი არქეოლოგიური საგანძურია. შეგიძლიათ ეწვიოთ მე-3 საუკუნის ციხე-სიმაგრესა და მუზეუმს, სადაც ძვ.წ. VIII საუკუნეში დამზადებული არტეფაქტებია გამოფენილი. მათ შორისაა ღვინის ჭურჭელი და ოქროულობა, ასევე შუშის დეკორაციები.

ზუგდიდი

/ აღმოაჩინე სამეგრელო, ისტორიული ძეგლები

ზუგდიდი სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. აქ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუზეუმი – დადიანის სასახლე. ის წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და არის ერთ-ერთი გამორჩეული სასახლე კავკასიაში. მუზეუმში ინახება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მასალები – მე-13 და მე-14 საუკუნეების ხელნაწერები, მინიატურები, დადიანების დინასტიის რელიქვიები და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბანაპარტთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც ზუგდიდში ჩამოიტანა დავით დადიანის ქალიშვილის ქმარმა, პრინც აშილ მიურატმა, რომელიც იყო ნაპოლეონ ბონაპარტის დის – კაროლინას შვილიშვილი.

წალენჯიხის ტაძარი

/ აღმოაჩინე სამეგრელო, ისტორიული ძეგლები

ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს ქალაქ წალენჯიხის განაპირას, მაღალ გორაკზე. იგი შუა საუკუნეების ხანისაა, ტაძარი მოგვიანებით გადააკეთეს დადიანთა საგვარეულო ეკლესიად. ქართული და ბერძნული წარწერები გვამცნობენ, რომ ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავარ ვამეხ დადიანის ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინეპოლიდან მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. მხატვრობა შესრულებულია მაღალ დონეზე და ის წარმოადგენს მე -14 საუკუნის კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთ ზუსტად დათარიღებული ნიმუშს, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი. დაზიანებული ადგილები შემდეგ განუახლებია ეპისკოპოსს ევდემონ ჯაიანს. მე 16 – მე-19 საუკუნეებში ტაძრის მოხატულობას შეემატა საერო პირების გამოსახულებები. მათ

Read More