Category Archives: მარტვილის ბუნება

მარტვილის ბუნება

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, გამოირჩევა წყლის სიუხვით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება სამი დიდი მდინარე: ტეხური, აბაშა, ნოღელა. მუნიციპალიტეტი ასევე მდიდარია ჩანჩქერებით. მარტვილის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე აღმართულია რამდენიმე ათეული მთა, რომელთაგან უმაღლესია – ტეხურიშდუდი (3003 მეტრი). ასხის მთის მასივი, რომელიც გასდევს მუნიციპალიტეტს სამხრეთ-დასავლეთით მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და სამშენებლო კირქვით. ლებარდეს ,,ჩექოლასა’’ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ბუნებრივად შექმნილი მღვიმეები, კანიონები, რომლებიც დღემდე მნახველთა განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს

ლებარდეს კურორტი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ლებარდეს კურორტი –  ლებარდე, ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი, მდებარეობს მარტვილის მინუციპალიტეტში, მარტვილიდან 30კმ-ს დაშორებით, 1600 მ-ზე ზღვის დონიდან ეგრისის ქედზე. საუკეთესო დრო, რათა ეწვიოთ ლებარდეს ივნისი-ოქტომბრის მონაკვეთია. ლებარდეში არსებული სამთო ბილიკების გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენებით და ჯიპებითაც. ბილიკს ულამაზესი ხედები მიუყვება. გზად გვხვდება ტეხურას ხეობის ფლორა, სუბალპური ველები და მომხიბლავი მეგრული სოფლები. ლებარდეში სტუმრობის დროს აუცილებელია აქაური სულგუნის გასინჯვა. დატკბით ფანტასტიური ხედებით, ველური ალპური ბუნებით, კამკამა წყლითა და სუფთა ჰაერით. ლებარდე ასევე ცნობილია გოგირდის მინერალური

Read More

კაღუს ჩანჩქერი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

კაღუს ჩანჩქერი მდებარეობს ბალდეს კანიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. სოფელ პირველი და მეორე ბალდას შორის. მდინარე აბაშის მიერ წარმოქმნილი ეს კანიონი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს გამჭვირვალე წყლისა და მწვანე ფერდობების გამო. კანიონის სიგრძეა 1.5 კმ, ხოლო მისი სიმაღლე 30 მეტრია.

გაჭედილის კანიონი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

გაჭედილის კანიონი არის საქართველოში მოგზაურობისას აუცილებლად სანახავი ადგილი. გაჭედილი მდებარეობს მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირზე, 240 მ-ის სიმაღლეზე და მარტვილიდან დაახ. 8 კმ-თაა დაშორებული. მარტვილის კანიონი ცნობილია უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენებით. მეცნიერებმა აქ პრეისტორიული ცხოველების ნაშთებსა და კვალს მიაგნეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა 75 მილიონი წლის წინ. გაჭედილი არის მესამე ადგილი საქართველოში სადაც პრეისტორიული ცხოველების ნაშთებია აღმოჩენილი. მარტვილის კანიონი სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ატრაქციაა, რომელსაც ყოველდღე უამრავი ტურისტი სტუმრობს. დამსვენებლები ჩამოდიან აქ საჯომარდოდ, საბანაოდ, საყვინთაოდ ან უბრალოდ გასაგრილებლად ზაფხულის ცხელ

Read More

მდინარე აბაშა

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

აბაშა – მდინარე, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე – 66 კმ, აუზის ფართობი -370 კვ. კმ. მდინარე იწყება ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან, მის სათავეს ქმნის მდინარეები – რაჩხისწყალი და ტობა. მდინარე აბაშა ქმნის ულამაზეს კანიონებს მარტვილის მუნიციპალიტეტში. (გაჭედილის კანიონი, ბალდის კანიონი). მდინარეზე აგებულია ჰესი – ,,აბჰესი’’, რომელიც აშენდა 1928 წელს. მდინარე აბაშა მდიდარია თევზით და იგი თევზაობის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. გავრცელებულია თევზის შემდეგი სახეობები : წვერა, კობრი, ლოქო, კალმახი, ხრამული, ღორჯო, კარჩხანა და სხვ.

ტობავარჩხილი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ეგრისის ქედის ზემო სამხრეთ კალთაზე მდებარეობს კარსტული ტბა, ტობავარჩხილი, რომელიც ზღვის დონიდან 2650 მ. სიმაღლეზეა. ტბის სახელი მეგრულად „ვერცხლის ტბას ნიშნავს“. მისი სიღრმე 35 მეტრია, განაპირა სიღრმე კი 15 მ. ტობავარჩხილი გამდინარე ტბაა და საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბის წყალი მტკნარია. ტბაში არის თევზი.

ტობავარჩხილი

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ეგრისის ქედის ზემო სამხრეთ კალთაზე მდებარეობს კარსტული ტბა,ტობავარჩხილი, რომელიც ზღვის დონიდან 2650 მ. სიმაღლეზეა. ტბის სახელი მეგრულად „ვერცხლის ტბას ნიშნავს“. მისი სიღრმე 35 მეტრია, განაპირა სიღრმე კი 15 მ. ტობავარჩხილი გამდინარე ტბაა და საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბის წყალი მტკნარია. ტბაში არის თევზი.

ქუაქანცალია

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ქუაქანცალია ყვირას მთაზე არის ვეებერთელა კირქვის ლოდი. ამ ლოდს მეგრულად „ქუაქანცალია“ ჰქვია, რაც „მოქანავე ქვას“ ნიშნავს. საკმარისი არის ლოდს თითით შეეხო, რომ ის რყევას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს.

ტობას ჩანჩქერები

/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ტობას ჩანჩქერები — ორი წყალვარდნილი მარტვილის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერები მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის — ტობის სათავის მიდამოებში. აბსოლუტური სიმაღლე 600-800 მ. არსენ ოქროჯანაშვილის სახელობის მღვიმიდან გამომავალი კარსტული მდინარე  საქართველოში ყველაზე მაღალ, — 234 მ. სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს აჩენს. მღვიმე ტობა I-ის ნაკადიც წარმოშობს ეფექტურ ჩანჩქერს. თვით ამ მღვიმის შიგნით წყალი ერთგან 21 მ. სიმაღლიდან ვარდება. ამავე მღვიმეში ოთხი ტბაა. აქაური ჩანჩქერები და მღვიმეები ქმნიან საინტერესო და პერსპექტიულ ტურისტულ კომპლექსს. მისასვლელი გზა იწყება მარტვილიდან 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზით სოფელ მეორე ბალდამდე, შემდეგ ფეხით 4

Read More