Category Archives: ღონისძიებები და დღესასწაულები

საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი

/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო: შემოდგომა ფესტივალი ტარდება სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში. ფესტივალი სტუმრობს ძალიან ბევრ საერთაშორისო შემსრულებელს, რომლებიც წარმოადგენენ კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს სალხინოს რეზიდენციის ულამაზეს ეზოში. ფესტივალი ჩატარდა ორჯერ, მაგრამ იგეგმება მისთვის ყოველწლიური ხასიათის მიცემა.

GEM FEST

/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

GEM Fest ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველ წელს ტარდება ანაკლიის სანაპიროზე, სამეგრელოში. აბრევიატურა GEM ნიშნავს Georgian Electronic Music Festival, და ასევე უკავშირდება სიტყვა “gem”-ის ნამდვილ მნიშვნელობას. პირველ GEM Fest ჩატარდა 2015 წელს და გრძელდებოდა 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე. 9 დღის განმავლობაში ფესტივალზე 10,000 მსმენელისთვის დაუკრა 125 მუსიკოსმა მთელი მსოფლიოდან. მუსიკოსთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა: David August, M.A.N.D.Y, Booka Shade, Dubfire, Armin van Buuren, Tale of Us. რიგით მეორე GEM Fest ჩატარდა 2016 წლის 10-14 აგვისტოს, ამჯერად სცენების

Read More

ჭყონდიდობა

/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო: 25 სექტემბერი სახალხო დღესასწაული, რომელიც წმ. გიორგი ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელის,  სახელს ადიდებს, ყოველ წელს ტარდება სამეგრელოში. ჭყონდიდელი ცნობილი ეროვნული ფიგურაა, ვისითაც სამეგრელო, როგორც მისი სამშობლო, ძალიან ამაყობს.

წაჩხურობა

/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო: ხუთშაბათი აღდგომის შემდეგ წაჩხურობა – უშვილო ოჯახების დალოცვა, რომელიც ტარდება წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესიაში. ამ დღეს ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, ასევე ხდება მათი ლოცვებში მოხსენიება. წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.

[6 მაისი, 23 ნოემბერი] ალერტობა

/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

როდის: 6 მაისი და 23 ნოემბერი მარტვილში, ალერტის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ყოველწლიურად 6 მაისსა და 23 ნოემბერს ალერტობის, იგივე გიორგობის დღესასწაული აღინიშნება. ალერტის წმინდა გიორგი ითვლებოდა ძლიერ ხატად მთელს სამეგრელოში. განკურნების მიზნით, ავადმყოფებს დააწვენდნენ ხატის წინ, ღამეს უთევდნენ და ალერტის წმინდა გიორგის ევედრებოდნენ მის განკურნებას. დღესასწაულის გარდა ადრე აქ იმართებოდა ბაზრობაც. გასაყიდად მოჰქონდათ ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული, შემდეგ აქვე იმართებოდა ლხინი და ცეკვა-თამაში. ალერტობის დღესასწაულზე დღემდე მოდიან მომლოცველები სამეგრელოს ყველა კუთხიდან. ეკლესია მდებარეობს სოფელ ალერტში, მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით.