/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

GEM Fest ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველ წელს ტარდება ანაკლიის სანაპიროზე, სამეგრელოში. აბრევიატურა GEM ნიშნავს Georgian Electronic Music Festival, და ასევე უკავშირდება სიტყვა “gem”-ის ნამდვილ მნიშვნელობას. პირველ GEM Fest ჩატარდა 2015 წელს და გრძელდებოდა 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე. 9 დღის განმავლობაში ფესტივალზე 10,000 მსმენელისთვის დაუკრა 125 მუსიკოსმა მთელი მსოფლიოდან. მუსიკოსთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა: David August, M.A.N.D.Y, Booka Shade, Dubfire, Armin van Buuren, Tale of Us.
რიგით მეორე GEM Fest ჩატარდა 2016 წლის 10-14 აგვისტოს, ამჯერად სცენების რაოდენამ ხუთს მიაღწია. ფესტივალზე მოწვეულ მუსიკოსთა შორის აღმოჩნდნენ: Paul Van Dyk, Petre Inspirescu, Mano Le Tough, Fedde Le Grand, Paul Kalkbrenner, dOP, Dub FX, GusGus.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2016 წელს ფესტივალზე ჩამოსული იყო 30,000 ადამიანი.
ფესტივალზე მეტს შეიტყობთ აქ: www.gemfest.com