/ დაბინავება

სოფელი ბალდა,
მარტვილის მუნიციპალიტეტი
+995 593 54 85 07

ბართუას ოჯახი ცხოვრობს მარტვილიდან 10 კმ-ის მოშორებით სოფელ პირველ ბალდაში, ბალდის ლამაზ კანიონთან. ამ ოჯახში სტუმრობისას თქვენ გელით თბილი გარემო და მეგობრული ოჯახი. ეზოში, სახლის გვერდით მდებარეობს მეგრული ოდა, სადაც ოჯახის წევრები ისვენებენ და სადილობენ. ზუსტად ღობესთან მოედინება მთის ანკარა წყაროს წყალი. მეზობლად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც 10 წუთის სავალზეა ბართუების ოჯახიდან, შესასვლელი აქვს ბალდის კანიონზე. სულ რაღაც 2 ლარად მსურველებს შეუძლიათ დაისვენონ და იცურაონ ამ ლამაზ ადგილზე.

რამოდენიმე კილომეტრში კი შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთი ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე. დასვენებისა და თავგადასავლების მოყვარულები მოხვდებიან სოფლის ულამაზეს გარემოში. თუ გსურთ იგრძნოთ ადრენალინის მოზღვავება, მაშინ გაჰყევით ბართუებს ოფროუდის მოგზაურობაში 6×6-ზე ზილ 131-ით. თქვენ მოხვდებით სამეგრელოს ველურ ბუნებაში, რომელიც მიუყვება მთის ბილიკებს ტობასა და ონიორეს ჩანჩქერებისკენ. ოჯახის წევრებმა არ იციან უცხო ენები, მაგრამ ეს თქვენ არ შეგიქმნით დისკომფორტს.
გსურთ ეწვიოთ მას? მოგვწერეთ და ჩვენ დაგეხმარებით რომ ესტუმროთ.