/ აქტივობები მარტვილში, ღონისძიებები და დღესასწაულები

როდის: 6 მაისი და 23 ნოემბერი
მარტვილში, ალერტის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ყოველწლიურად 6 მაისსა და 23 ნოემბერს ალერტობის, იგივე გიორგობის დღესასწაული აღინიშნება. ალერტის წმინდა გიორგი ითვლებოდა ძლიერ ხატად მთელს სამეგრელოში. განკურნების მიზნით, ავადმყოფებს დააწვენდნენ ხატის წინ, ღამეს უთევდნენ და ალერტის წმინდა გიორგის ევედრებოდნენ მის განკურნებას. დღესასწაულის გარდა ადრე აქ იმართებოდა ბაზრობაც. გასაყიდად მოჰქონდათ ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული, შემდეგ აქვე იმართებოდა ლხინი და ცეკვა-თამაში. ალერტობის დღესასწაულზე დღემდე მოდიან მომლოცველები სამეგრელოს ყველა კუთხიდან. ეკლესია მდებარეობს სოფელ ალერტში, მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით.