/ აღმოაჩინე მარტვილი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ მარტვილში


მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის
სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის
კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს. ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს,
განსაკუთრებით, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა
დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად,
შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები
მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც
კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით
აღზრდიან. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ
ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს
საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან. ტაძარს მოსკე-
წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. აქ უპირატესად მემკვიდრის, ძის
სათხოვნელად ამოდიან, ხშირად ფეხშიშველები და პატარა აკვნით ხელში. ტაძრის
ისტორია პირველი საუკუნიდან იწყება, როცა სვანეთისკენ მიმავალ ანდრია
პირველწოდებულს ქვის ჯვარი აღუმართავს სწორედ იქ სადაც ეხლა ტაძარია. თვითონ
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18
საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძრის მიმდებარედ
არიც ჩანჩქერები და მღვიმეები.