/ კვება, ღვინო

საქართველო მსოფლიოს უძველესი ღვინის ქვეყანაა. საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია და მათგან 60 სამეგრელოს რეგიონში ხარობს. სამეგრელოში ყველაზე ცნობილი ღვინოა ოჯალეში. ოჯალეში მეგრულ ენაზე ნიშნავს „ხეზე გაზრდილს“, რადგანაც ყურძენი ხის ტოტებზე იზრდება. ოჯალეში არის მშრალი, წითელი ღვინო, აქვს მუქი ფერი, მაღალი მჟავიანობა და გამორჩეული გემო. მეგრული ვაზის ჯიშების აღორძინება მოხდა მე-19 საუკუნეში აშილ მიურატის  მიერ, რომელიც იყო დადიანის ოჯახის ფრანგი სიძე, სალომე დადიანის მეუღლე. ის იყო პირველი, რომელმაც შემოიტანა ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიები. მან გააშენა ახალი ვენახები და შეიძინა ახალი დანადგარები, რომლებიც საჭირო იყო მეღვინეობისთვის. საუკეთესო ოჯალეში მოყავთ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სალხინოში, თამაკონში, თარგამეულში, ნახუნაოში, აბედათში და სხვ. ოჯალეში მრავალი მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულია. ეს ღვინო შესანიშნავად შეეფერება მეგრულ სამზარეულოს.