/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ტობას ჩანჩქერები — ორი წყალვარდნილი მარტვილის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერები მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის — ტობის სათავის მიდამოებში. აბსოლუტური სიმაღლე 600-800 მ. არსენ ოქროჯანაშვილის სახელობის მღვიმიდან გამომავალი კარსტული მდინარე  საქართველოში ყველაზე მაღალ, — 234 მ. სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს აჩენს. მღვიმე ტობა I-ის ნაკადიც წარმოშობს ეფექტურ ჩანჩქერს. თვით ამ მღვიმის შიგნით წყალი ერთგან 21 მ. სიმაღლიდან ვარდება. ამავე მღვიმეში ოთხი ტბაა. აქაური ჩანჩქერები და მღვიმეები ქმნიან საინტერესო და პერსპექტიულ ტურისტულ კომპლექსს. მისასვლელი გზა იწყება მარტვილიდან 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზით სოფელ მეორე ბალდამდე, შემდეგ ფეხით 4 კილომეტრი მდინარე ტობის სათავის ქარაფის ძირამდე. ტობის ჩანჩქერები შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ შესვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიროა რეზინის ნავი.


Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*
*