/ კვება, სამზარეულო

ტრადიციული მეგრული სამზარეულო ცნობილია მისი ეგზოტიკური და ცხარე კერძებით. უწინ რბილი, სუბტროპიკული კლიმატი შესანიშნავ ფონს უქმნიდა მალარიის გავრცელებას. იმისათვის, რომ ეს დაავადება დაემარცხებინათ მეგრელებმა ისწავლეს ბევრი ცხარე სუნელის და პილპილის გამოყენება. თანდათანობით ცხარე საჭმელები მეგრული სამზარეულოს ტრადიციული ნაწილი გახდა. მეგრული სამზარეულოს დამახასიათებელი კერძებია: მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, შებოლილი სულგუნი, კუჭმაჭი, შემწვარი ხორცი ცხარე სოუსში (მაგალითად აჯიკაში – ძალიან ცხარე საწებელი), ხარჩო (ქათმის/ძროხის ხორცისა და ნიგვზის წვნიანი, კლასიკური მეგრული კერძი), გებჟალია (გადაზელილი სულგუნი პიტნაში, რომელიც ჩადებულია მაწონში), საცივი – სქელი ნიგვზიანი წვნიანი, რომელიც ცივად უნდა მიირთვათ. არომატული სოუსები და ხილი ძალიან პოპულარულია. შემოდგომით სამეგრელოს სახლები მორთულია ხურმის აცმებით, რომლითაც ჩირი კეთდება.

სულგუნი არის ქართული ყველი სამეგრელოს რეგიონიდან. მას ახასიათებს მჟავე, საშუალოდ მარიალიანი გემო და ელასტიური კონსტიტენცია. სულგუნს აქვს თეთრი ან ღია ყვითელი ფერი. სულგუნის გაკეთება შეიძლება ძროხისა და კამეჩის რძიდან, ან შეიძლება ამ ორი რძის ნაზავიდან. სულგუნს ორი დღე ჭირდება გასაკეთებლად.



მეგრული სულგუნი საქართველოში საუკეთესო ყველად ითვლება. მეგრული სულგუნის გემოს საიდუმლო არის ის ფლორა, რომელიც გაჯერებულია მდიდარი მინერალებით, ამიტომ ძროხის რძე, საქართველოს ამ კუთხიდან განსაკუთრებით გემრიელია. ასევე არსებობს სულგუნის სხვადასხვა ტიპები. ახალ სულგუნს ჭყინტს ეძახიან. ეს არის უმარილო ყველი და ძალიან გავს მოცარელას. ზოგადად ჭყინტს აკეთებენ პირველად, რომ შემდეგ მისგან ნამდვილი მეგრული სულგუნი გააკეთონ. შემდეგ ჭყინტს ჭრიან თხელ ნაჭრებად და ნაჭრებს დებენ მდუღარე წყალში ან რძეში დაახლოებით 5 წუთს. მოხარშვის შემდეგ სულგუნს შეიძლება ნებისმიერი ფორმა მივცეთ. მოგვიანებით ის შეიძლება ჩაიდოს მარილიან წყალში, სადაც ის იცვლის კონსტიტენციას, და ხდება მაგარი და მარილიანი. ასევე შეგიძლიათ გასინჯოთ შებოლილი სულგუნი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი გემო ქართულ ყველებს შორის.

არ დაგავიწყდეთ, რომ სულგუნი მეგრული სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. სულგუნი კარგია ღომთან, ელარჯთან, მეგრულ ხაჭაპურთან. თქვენ შეიძლება ნახოთ სულგუნი ამ კერძების შიგნით ან ზემოდან დადებული.