განახორციელე ინვესტიცია საქართველოში
საქართველო წარმოადგენს ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ამიტომაც ქვეყნის ეკონომიკა კარგადაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. ქვეყანა მდებარეობს კავკასიაში და არის ევროპისა და აზიის კარიბჭე. მას ესაზღვრება დასავლეთით შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი.

იმისათვის რომ მოიზიდოს ინვესტორები, ქვეყანა მათ სთავაზობს ბევრ საგადასახადო და საკანონმდებლო სარგებელს. საქართველოს ეკონომიკა სრულიად ლიბერალიზებულია და გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მეტად მიმზიდველი საინვესტიციო გარემო რეგიონში. კორუფცია, რომელიც ისტორიულად საშუალო დონეზე იმყოფებოდა, დიდწილად აღმოიფხვრა – ეს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გარღვევაა. საერთაშორისო გამჭირვალობის ჩატარებული კვლევის შედეგად, 2016 წელს საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და  რეიტინგის მიხედვით უფრო წინ იყო ვიდრე იტალია და ბრაზილია.  ასევე, World Bank Doing Business-ის მოხსენების მიხედვით, 2017 წელს საქართველომ ეკონომიკის გაუმჯობესების მხრივ რეიტინგში მე-16 პოზიცია დაიკავა 190 ქვეყანას შორის და გააუმჯობესა გასული წლის შედეგი (2016 წელს საქართველო 24-ე იყო რეიტინგში).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით (წყარო Invest in Georgia 2015 წ.): ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაცია (44%), ფინანსური სექტორი (14.2%), მშენებლობა (9.6%), ენერგო სექტორი (6.7%), წარმოება (6.7%), სასტუმროები და რესტორნები (4.5%), სოფლის მეურნეობა (2.1%). ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016 წელს განახორციელა აზერბაიჯანმა და ინვესტიციებიდან ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო საკომუნიკაციო სექტორმა.

რატომ უნდა აირჩიო საქართველო ინვესტიციის განსახორციელებლად
ძლიერი მხარეები
საქართველოს უპირატესობები კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით:
ქვეყნის გეორაფიული მდებარეობა, რომელიც მას აძლევს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პოზიციას. ყველა ნავთობსადენი, რომლებიც კავკასიის ნავთობს ევროპას აწოდებს, საქართველოს ტერიტორიზე გადის;
დაბალი კორპორატიული გადასახადი;
კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები;
ქვეყნის მაღალი ცნობადობის დონე მსოფლიოში;
მთავრობა, რომელსაც სურს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ატარებს შესაბამის ზომებს ამისათვის.

სუსტი მხარეები
ქვეყნის ძირითადი სუსტი მხარეებია:
შეზღუდული შიდა ბაზარი;
არასტაბილური მდგომარეობა რუსეთთან;

მთავრობა საზღვრავს, რომ მოტივაცია გაუკეთოს ან შეზღუდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
საქართველოს მთავრობამ მიიღო მრავალი ზომა, იმისათვის რომ განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა:

სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია;
ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ;
იმ პრინციპის დამკვიდრება, რომელიც არ უშვებს დისკრიმინაციას ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის;
კომპანიის ფორმირებისათვის საჭირო პროცედურების რადიკალურად შემცირება;
კორპორატიული გადასახადის შემცირება; და
დასაქმების ბაზრის ლიბერალიზაცია.

 

კომპანიის შესყიდვა
საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, რათა მათ შეიძინონ კომპანია. 2005 და 2006 წლებში საგადასახადო კოდექსსა და კანონში მეწარმეთა შესახებ მოხდა ცვლილებები, რომლითაც კომპანიის ყიდვის პროცესი გამარტივდა და უფრო ეფექტური გახდა.
საკუთრება, ინვესტიციები და ინვესტორთა უფლებები დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიუციის 21-ე მუხლით. კანონი ითვალისწინებს მარტივ და კარგად განსაზღვრულ მექანიზმებს ინვესტიციების განსახორციელებლად, ასევე ქონებისა და კომპანიების შესასყიდად (ან ტრანსფერის გასაკეთებლად) საქართველოში.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საერთაშორისო შეთანხმებებს გააჩნია პირდაპირი ლეგალური ძალა საქართველოში, რაც განაპირობებს ლიბერალურ გარემოს ბიზნესის საწარმოებლად და ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყანაში.

 

როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში
მსოფლიო ბანკის Ease of Doing Business-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმყოფება მე-6 ადგილზე ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით. ბიზნესის დაწყება საქართველოში ძალიან ადვილია. კომპანიის რეგისტრაციისათვის საჭიროა 1-2 დღე და 100-200 ლარი.
კომპანიის დაარსების, რეგისტრაციის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კანონში მეწარმეთა შესახებ. კანონში მითითებულია ამომწურავი სია კომპანიებისა, რომლებიც შეიძლება დაარსდეს.
მიყევით ბმულს და ნახეთ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაარეგისტრიროთ ბიზნესი საქართველოში: http://investingeorgia.org/en/ajax/downloadFile/564/The_Guide_-_How_to_Register_a_Business


კანონმდებლობა
საქართველოს აქვს ძალიან მოქნილი და ამომწურავი კანონმდებლობა, რომელიც ქმნის ბიზნეს მეგობრულ გარემოს და ინარჩუნებს ჯანსაღ საინვესტიციო მდგომარეობას.

2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზაციის პროცესშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს რეგულაციების ინტეგრირება ევროკავშირის სტანდარტებთან. ეს პროცესი მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის საერთო ბაზრის განუყოფელი ნაწილი.  

ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონები
ამჟამად საქართველოს ქალაქებში არსებობს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ესენია: ფოთი (საზღვაო პორტი), ქუთაისი (სიდიდით მესამე ქალაქი) და თბილისი (საქართველოს დედაქალაქი). ის ბიზნესები, რომლებიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, გათავისუფლებულია გარკვეული გადასადებისაგან.

თუ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მომუშავე კომპანია აწარმოებს საექსპორტო საქონელს, ის გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან, გარდა პირადი საშემოსავლო გადასახადისა (20%), რომლის გადახდაც დაქირავებულთა ხელფასებიდან ხდება.  

თუ კომპანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან აკეთებს საქონლის ექსპორტს საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ პირადი საშემოსავლო გადასახადის გარდა, მან უნდა გადაიხადოს დღგ და ქვეყნის შიგნით გაყიდვებიდან მიღებული მოგების 4%.

ყველა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მართვა ხდება კერძო კომპანიების მიერ და ინვესტორმა იჯარით უნდა აიღოს ფართი ამ კომპანიებისგან:

  • თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს სააქციო საზოგადოება თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;  
  • ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს შპს რაკია ჯორჯია თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის N1 თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს საერთაშორისო ჰოლდინგი საქართველო (შპს ფრეშ ჯორჯია);
  • ქუთაისის N2 თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს ჰუალინგ ჯგუფი.

 

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ასრულებს შუამავლის როლს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. სააგენტო უცხოელ ინვესტორებს აწვდის სხვადასხვა ტიპის განახლებულ ინფორმაციას და აქვს ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები სამთავრობო სტრუქტურებთან. რადგანაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო სახელმწიფო სააგენტოა, მის მიერ გაწეული მომსახურება უფასოა.
www.investingeorgia.org

საპარტნიორო ფონდი
საქართველოს მთავრობამ დააარსა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საპარტნიორო ფონდი, რომლის ფონდი 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს და აფინანსებს ფინანსურად სიცოცხლისუნარიან პროექტებს. საპარტნიორო ფონდი მონაწილეობას იღებს ახალ საინვესტიციო პროექტებში, რათა შეამციროს რისკები უცხოელი ინვესტორებისთვის და მოქმედებს როგორც „მძინარე პარტნიორი“ წინასწარ განსაზღვრული და ნათელი უკან გასასვლელი სტრატეგიით.
www.fund.ge

საინვესტიციო შესაძლებლობები:

  • ენერგია;
  • სტუმართმოყვარეობა და უძრავი ქონება;
  • წარმოება;
  • რეგიონალური ლოჯისტიკური ჰაბი;
  • სოფლის მეურნეობა და კვების პროდუქტების გადამუშავება;

 

ტენდერები, პროექტები, სახელმწიფო შესყიდვები:

  • ტენდერები საქართველოში – http://www.tendersinfo.com/global-georgia-tenders.php
  • ტენდერები და პროექტები საქართველოდან – http://www.globaltenders.com/tenders-georgia.htm
    საინვესტიციო შესაძლებლობები მარტვილის მუნიციპალიტეტში
    სოფლის მეურნეობა
    ბუნებრივი რესურსები და მრავალი მიკრო-კლიმატური ზონა შესანიშნავია სხვადსახვა სახეობის მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის, ვაზის და სხვ. მოსაყვანად. მდიდარი და პესტიციდებისგან სუფთა მიწა იდეალურია ორგანული პროდუქციისათვის. გარდა ამისა მარტვილის მუნიციპალიტეტს გააჩნია ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა, რომ აქედან მოხდეს წარმოებული პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მუნიციპალიტეტში გადამამუშავებელი ქარხნების დეფიციტია. ასე რომ, ახალი პროდუქტის გადამამუშავებელი ქარხნების, სასაწყობე მეურნეობებისა და ხილის საშროებების მშენებლობა დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც პოტენციურ ინვესტორს, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტსაც.

ტურიზმი
მარტივილის მუნიციპალიტეტს მდიდარი ტურისტული რესურსები გააჩნია. ულამაზესი კანიონები, ხელშეუხებელი ბუნება, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ბევრ ვიზიტორს იზიდავს. მაგალითად, მხოლოდ მარტვილის კანიონს გასულ წელს 141 000 ვიზიტორი სტუმრობდა. რადგანაც დამთვალიერებელთა რიცხვი სტაბილურად იზრდება, დიდი პოტენციალი გააჩნია მუნიციპალიტეტში ახალი სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

სავიზო ინფორმაცია
94 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და დარჩენა 1 წლის განმავლობაში. ვიზიტორებს 50 ქვეყნიდან, რომლებიც ფლობენ მოქმედ ვიზას ან/და ბინადრობის მოწმობას, შეუძლიათ შემოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

https://www.geoconsul.gov.ge/en/visaInformation

ვიზის მისაღებად უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ ელექტრონული ვიზის პორტალს. ვებ პორტალი უცხოეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მიიღონ საქართველოს ტურისტული ან ბიზნეს ვიზა საქართველოს საკონსულოებში ვიზიტის გარეშე.

www.evisa.gov.ge