ფონდი ICAD და ორგანიზაცია Pro Motion Georgia 2014 წლიდან ახორციელებენ პროექტებს საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით. პროექტების მთავარი მიზანია ტურიზმის სფეროს მხარდაჭერა იმ რეგიონებში, სადაც ტურისტების რიცხვის ზრდის მიუხედავად სრულად არ არის გამოყენებული ტურისტული პოტენციალი.

ამ პროექტების ამოცანებია ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერა და პრომოუშენი, რაც შეიცავს ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობების აღმოჩენასა და მივიწყებული კულტურული ძეგლების პრომოუშენს. პროექტები ითვალისწინებს მრავალი სახის აქტივობას – პირველ რიგში ისინი ხელს უწყობს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამთო ბილიკების მარკირებას, ელექტრონული/ნაბეჭდი რუკების შექმნას, ახალი ბილიკების პრომოუშენს საქართველოსა და უცხოეთში და ყველაზე მთავარ ელემენტს – ტურიზმში ადგილობრივი თემების ჩართვას, რომლებიც იქნებიან მდგრადი ტურიზმის განვითარების მთავარი ბენეფიციარები. პროექტები ხორციელდება ადგილობრივი ადმინისტრაციების მხარდაჭერით.

პროექტი „სამეგრელოსა და რაჭის რეგიონების ადგილობრივი ადმინისტრაციების მხარდაჭერა რეგიონალური ტურიზმის პრომოუშენისთვის. იმერეთის რეგიონის გამოცდილების გაზიარება“ დაიწყო 2016 წელს. პროექტი ძირითადად გვიჩვენებს იმ ქმედებებს, რომლებიც 2014 და 2015 წლებში განხორციელდა რაჭასა (ონის მუნიციპალიტეტი) და სამეგრელოში (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქმედებები, რომლებითაც მოხდა სამეგრელოსა და რაჭის რეგიონებს შორის მდგრადი ტურიზმის განვითარების გამოცდილებების გაზიარება. ასევე  გამოყენებული იქნა იმერეთის რეგიონის გამოცდილება, სადაც უკვე განხორციელებული იყო წინა პროექტები.

პროექტის ერთ-ერთი პირველი ეტაპი იყო ადგილობრივი ტურიზმის სექტორით დაინტერესებული ახალგაზრდობის ჩართულობა, რაც განხორციელდა რეგიონალური ტურიზმის განვითარების შესახებ ჩატარებული მრავალი ტრენინგისა და რეგიონებს შორის გაცვლითი პროგრამების მეშვეობით. ეს ქმედებები მიზნად ისახავდა, ადგილობრივი ტურიზმის შესახებ ინტერესის დონის გაზრდას ახალგაზრდებს შორის.

პროექტის ძირითადი ამოცანა იყო ტრეინინგების ჩატარება სასოფლო ტურიზმის წარმომადგენელთათვის. ჩატარებული სასწავლო კურსების შედეგად და ყველა საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ რაჭის მთიან რეგიონში, კერძოდ ონში, და მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი განთავსების ობიექტები. ხშირად ეს ობიექტები მომხმარებელს სთავაზობენ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც დაბინავებას, ასევე კვებასა და ადგილობრივი ღვინის დეგუსტაციას.

პროექტმა ასევე ხელი შეუწყო აქტიური ტურიზმის ისეთი სახეობების განვითარებას, როგორიცაა:  საველოსიპედო, საცხენოსნო და სატრეკინგო ტურიზმი. რაჭაში, რომელიც ხასიათდება იდეალური პირობებით სამთო ტურიზმის განვითარებისთვის, გამოჩნდა რამდენიმე ახალი პროფესიულად მარკირებული მარშრუტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეტანილ იქნა რეგიონების ტურისტულ ბროშურაში. შემუშავდა ასევე ამ მარშრუტების დეტალური რუკები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

პროექტის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა ინფორმაციის შეგროვება რეგიონების შესახებ, რომელიც შემდეგ გამოცემული იქნა ტურისტული ბროშურის “Explore Georgia – Visit Kutaisi, Visit Oni, Visit Martvili” სახით, სადაც არა მარტო კონკრეტული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია აღწერილი, არამედ წარმოდგენილია ასევე ფოტო მასალა, რუკები და ტურისტული საჭირო ინფორმაცია. ბროშურის პრომოუშენი განხორციელდა რამდენიმე არხის მეშვეობით, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა და ტურისტულმა საინფორმაციო ცენტრმა. პირველი საპიარო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, მარტვილსა და ონში, სადაც ყველა მსურველს შეეძლო მეტი გაეგო პროექტის მსვლელობის შესახებ და მიეღო პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურა. რეგიონების ტურისტული პოტენციალის პრომოუშენი გაგრძელდა ასევე პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WORLD TRAVEL SHOW 2017 (www.worldtravelshow.pl). შემდეგ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები საქართველოთი დაინტერესებულ აუდიტორიებთან ვარშავაში, პოზნანსა (ქუთაისის დაძმობილებული ქალაქი) და ჩარნკოვში (მარტვილის დაძმობილებული ქალაქი), სადაც პრეზენტაციასთან ერთად მოხდა ასევე ბროშურების დისტრიბუცია.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმედება იყო თითოეული რეგიონისთვის Facebook გვერდების

www.facebook.com/visitmartvili
www.facebook.com/visitoni ,
და ვებ გვერდების შექმნა.
www.visitmartvili.com
www.visitoni.com

წინა პროექტები

პროექტი “ტურიზმის განვითარება – შანსი იმერეთისთვის. ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერა” (2015)
განხორციელებული ქმედებები:

  • ვებ გვერდი www.visitkutaisi.com
    ტურისტული მარშრუტების დეტალური აღწერა
  • იმერეთის რეგიონში განთავსების ობიექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება ვებ გვერდზე
  • ტურისტული ბროშურის „Welcome to Kutaisi and Imereti” მომზადება, დაბეჭდვა და დისტრიბუცია 2014 წელს გამოცემულ რუკასთან ერთად
  • რეგიონის პრომოუშენი სოციალურ ქსელებში
  • 3 სასტუმრო სახლისა და 5 მარნის მფლობელთათვის მარკეტინგის, მომსახურებისა და პიარის სფეროში ტრეინინგების ჩატარება
  • 30 ადამიანისთვის ტრენინგების ჩატარება გაყიდვებისა და სტუმრების მომსახურეობის სფეროში

2015 წელს გადამზადებული ოჯახების უმრავლესობა აგრძელებს შემდგომ პროექტებში მონაწილეობას.

პროექტი:  “ტურისტული პოტენციალის განვითარება იმერეთის რეგიონში. ადგილობრივი შრომის ბაზრის მხარდაჭერა” (2014)
განხორციელებული ქმედებები:

  • ტურისტული ღირსშესანიშნაობების აღწერა და ქუთაისის რუკის გამოცემა
  • დაბეჭდილი ქართული და ინგლისურენოვანი მასალების დისტრიბუცია რესტორნებში, სასტუმროებში, საინფორმაცია პუნქტებში და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებში.
  • ტურისტული გიდებისთვის ჩატარებული ტრეინინგები, რამაც მათ სამსახურის დაწყების შესაძლებლობა მისცა ტურისტულ სექტორში
  • პრომოუშენი სოციალური ქსელებში
  • ვებ-გვერდის პირველი ვერსიის მომზადება და ამუშავება.