/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

აბაშა – მდინარე, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის
მარცხენა შენაკადი. სიგრძე – 66 კმ, აუზის ფართობი -370 კვ. კმ. მდინარე იწყება ასხის
კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან, მის სათავეს ქმნის მდინარეები –
რაჩხისწყალი და ტობა. მდინარე აბაშა ქმნის ულამაზეს კანიონებს მარტვილის
მუნიციპალიტეტში. (გაჭედილის კანიონი, ბალდის კანიონი). მდინარეზე აგებულია
ჰესი – ,,აბჰესი’’, რომელიც აშენდა 1928 წელს. მდინარე აბაშა მდიდარია თევზით და იგი
თევზაობის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. გავრცელებულია თევზის
შემდეგი სახეობები : წვერა, კობრი, ლოქო, კალმახი, ხრამული, ღორჯო, კარჩხანა და
სხვ.