/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის შესახებ

ქ. მარტვილი


მარტვილის  მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მოიცავს 1 ქალაქს – მარტვილს და 20 სოფელს. მარტვილი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი დაბლობს უჭირავს. ყველაზე მაღალი წერტილი ტეხურას სათავე 3003 მ-ზე მდებარეობს. ასხის ქედი რაიონის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის გასწვრივ მიუყვება. მარტვილის დედაქალაქისგან დაშორებულია 279 კმ-ით.
ქალაქ მარტვილის დასახელება რამდენჯერმე შეიცვალა არსებული რეჟიმის შესაბამისად. ერთ დროს ჭყონდიდის სახელის მატარებელს ქალაქს, საბჭოთა კავშირის დროს გეგეჭკორის, მარტვილში დაბადებული ცნობილი ბოლშევიკის, სახელი დაარქვეს.

მარტვილი ცნობილია იგივე სახელწოდების მქონე მონასტრით, რომელიც VII და X საუკუნეებს ეკუთვნის, სხვა ღირშესანიშნავი ადგილებია: მცირე ჩიქვანის ეკლესია (X ს), სვეტი (XI ს) და დაცვითი ფუნქციის მქონე გალავანი თანხლები ნაგებობებით.
მარტვილში ასევე მდებაორებს ეთნოგრაფიული მუზეუმი.