/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, გამოირჩევა წყლის სიუხვით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება სამი დიდი მდინარე: ტეხური, აბაშა, ნოღელა. მუნიციპალიტეტი ასევე მდიდარია ჩანჩქერებით. მარტვილის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე აღმართულია რამდენიმე ათეული მთა, რომელთაგან უმაღლესია – ტეხურიშდუდი (3003 მეტრი). ასხის მთის მასივი, რომელიც გასდევს მუნიციპალიტეტს სამხრეთ-დასავლეთით მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და სამშენებლო კირქვით. ლებარდეს ,,ჩექოლასა’’ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ბუნებრივად შექმნილი მღვიმეები, კანიონები, რომლებიც დღემდე მნახველთა განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს