/ დაბინავება

7 Mshvidoba st., 3100 Martwili
+995 577 50 80 90


ლადო დანელია, მეუღლესთან, ვაჟებთან და მშობლებთან ერთად მართავს ძალიან მყუდრო საოჯახო სასტუმროს – მარტვილა, რომელიც მდებარეობს ქ. მარტვილის

ცენტრში. ლადო, მარტვილის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორია და ფლობს უსაზღვრო ცოდნას სამეგრელოს რეგიონის შესახებ. მას უყვარს თავისი ცოდნისა და რეგიონის მიმართ სიყვარულის სხვებისთვის გაზიარება. რაც მთავარია, ის თავისუფლად საუბრობს ინგლისურად. ის, ვინც ეწვევა დანელიების ოჯახს, ყოველთვის ნამდვილ სტუმართმოყვარეობას და პროფესიონალურ მომსახურებას მიიღებს. მათ აქვთ სუფთა, მოვლილი და მაღალი სტანდარტების საოჯახო სასტუმრო. იქ არის ორადგილიანი ოთახები, 2 სველი წერტილი, საპირფარეშო და ფართო სამზარეულო. გარდა დაბინავებისა, ვიზიტორებს სთავაზობენ საუზმეს და სადილს. ასევე, მათ, ვისაც სურს რომ ისწავლოს, ტიპიური ქართული და მეგრული კერძების მომზადება, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პროფესიული სამზარეულოს სემინარებში.

ლადო დანელია მთელი გულით მხარს უჭერს ჩვენს პროექტს. ყოველთვის აქვს სურვილი, რომ დაგვეხმაროს და სიხარულით გაგვიზიაროს სამეგრელოს შესახებ ცოდნა. მისი დახმარებით, ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ რეგიონალურ შეხვედრებსა და ტრენინგებს თავის სასტუმროში. ის ფაქტი, რომ დანელიების ოჯახი შეუერთდა ჩვენს გუნდს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ უცხადებს მხარდაჭერას სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობა ერთმანეთს. საუკუნეების განმავლობაში დანელიების ოჯახი გვერდით ედგა ნაჭყებიების ოჯახს. ამჟამად არაფერი შეცვლილა და ისინი ერთად განაგრძობენ მუშაობას, რომ სხვებს უჩვენონ თავიანთი სამშობლოს სილამაზე.

ფასები:
დაბინავება: 20 ლარი, ერთ ადამიანზე.
დაბინავება საუზმით: 25 ლარი, ერთ ადამიანზე.
დაბინავება საუზმე – სადილი: 40 ლარი, ერთ ადამიანზე.