/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

ლებარდეს კურორტი –  ლებარდე, ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი, მდებარეობს მარტვილის მინუციპალიტეტში, მარტვილიდან 30კმ-ს დაშორებით, 1600 მ-ზე ზღვის დონიდან ეგრისის ქედზე. საუკეთესო დრო, რათა ეწვიოთ ლებარდეს ივნისი-ოქტომბრის მონაკვეთია. ლებარდეში არსებული სამთო ბილიკების გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენებით და ჯიპებითაც. ბილიკს ულამაზესი ხედები მიუყვება. გზად გვხვდება ტეხურას ხეობის ფლორა, სუბალპური ველები და მომხიბლავი მეგრული სოფლები. ლებარდეში სტუმრობის დროს აუცილებელია აქაური სულგუნის გასინჯვა. დატკბით ფანტასტიური ხედებით, ველური ალპური ბუნებით, კამკამა წყლითა და სუფთა ჰაერით. ლებარდე ასევე ცნობილია გოგირდის მინერალური წყლის წყაროებით, რომელიც ცნობილია მათი უნიკალური თვისებებით და რომლიც იდეალურია კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ლებარდეს ბალნეოლოგიური წყაროების აღმოჩენა ჯერ კიდევ 1910 წელს უკავშირდება.