/ აქტივობები მარტვილში, ლაშქრობა მარტვილში

ლებარდე, ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი, მდებარეობს მარტვილის მინუციპალიტეტში, 1600 მ-ზე ზღვის დონიდან.
ჩვენი სამდღიანი ინფო-ტური მოგცემთ შანსს ეწვიოთ ისეთ საოცარ ადგილებს, როგორიცაა მდინარე ტეხურას ულამაზესი ხეობა, რომელსაც გზად გავივლით, ლებარდე და ტობავარჩხილის ტბები.
ლებარდემდე ასვლა შეიძლება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით, ხოლო შემდეგ იწყება ჩვენი პროექტის ფარგლებში დაბილიკებული 14 კმ-ს სიგრძის საფეხმავლო მარშრუტი “მეგრული სულგუნის კვალზე”. ბილიკზე ჩვენ მოვინახულებთ იმ ადგილებს, სადაც მწყემსები, უმეტესად კალანდიები და ნაჭყებიები, ამზადებენ საქართველოში საუკეთესო სულგუნს. ჩვენ შეგვეძლება გავიცნოთ ისინი, მათი ცხოვრების და მუშაობის წესი და გავსინჯოთ უგემრიელესი სულგუნი, რომლის შეძენაც არის შესაძლებელი ადგილზევე. ჩვენი მარშრუტის საბოლოო წერტილი კი ალპურ ზონაში 2400 მ-ზე მდებარე დიდი და პატარა ტობავარჩხილის ტბებია, რომლებიც გარშემორტყმულია ულამაზეს მთის მასივებით. ამ საოცარ ადგილას დარჩენა ნამდვილი სიამოვნებაა ნებისმიერი ადამიანისთვის. “მეგრული სულგუნის კვალზე” თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გასინჯოთ საქართველოში საუკეთესო სულგუნი და დაისვენოთ ბუნებაში წიაღში.