/ დაბინავება

სოფელი ლეიხაინდრაო,
მარტვილის მუნიციპალიტეტი


თუ მარტვილს ესტუმრებით, ნამდვილად ღირს მოინახულოთ ეთნოგრაფიული მუზეუმი დანელიების ოჯახში. აქ თქვენ იხილავთ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ძველად სამეგრელოში. მუზეუმი მოაწყო ლაშა დანელიამ და მამამისმა. მუზეუმში არსებული ყველა ექსპონანტი შექმნილია მათ მიერ. ლაშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მუზეუმს ეწოდა მისი სახელი. მუზეუმში შესვლა უფასოა. მუზეუმში სტუმრობის გარდა, შეგიძლიათ დარჩეთ დანელიების ოჯახში, სადაც თქვენ შეგხვდებიან მეგრული სტუმართმოყვარეობით.