/ აღმოაჩინე მარტვილი, მარტვილის ბუნება

გაჭედილის კანიონი არის საქართველოში მოგზაურობისას აუცილებლად სანახავი ადგილი. გაჭედილი მდებარეობს მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირზე, 240 მ-ის სიმაღლეზე და მარტვილიდან დაახ. 8 კმ-თაა დაშორებული. მარტვილის კანიონი ცნობილია უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენებით. მეცნიერებმა აქ პრეისტორიული ცხოველების ნაშთებსა და კვალს მიაგნეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა 75 მილიონი წლის წინ. გაჭედილი არის მესამე ადგილი საქართველოში სადაც პრეისტორიული ცხოველების ნაშთებია აღმოჩენილი. მარტვილის კანიონი სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ატრაქციაა, რომელსაც ყოველდღე უამრავი ტურისტი სტუმრობს. დამსვენებლები ჩამოდიან აქ საჯომარდოდ, საბანაოდ, საყვინთაოდ ან უბრალოდ გასაგრილებლად ზაფხულის ცხელ დღეებში – კანიონში ყოველთვის გრილა.
ზედა კანიონზე შესაძლებელია ნავის ქირაობა, ხოლო ქვედა კანიონი დასვენებისთვის და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. ახლოს რამდენიმე კაფე და რესტორანიცაა.